მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუპერმარკეტების ქსელი Sainsbury's-ი £1 მილიარდს დახარჯავს ნახშირორჟანგის ემისიის შესამცირებლად

5e30104daa7ec
ნათია თაქთაქიშვილი
28.01.20 20:40
953
მსოფლიოში ცნობილი სუპერმარკეტების ქსელი Sainsbury's-ი პირობას დებს, რომ ნახშირორჟანგის ემისიას 2040 წლამდე ნულამდე დაიყვანს. ამის შესახებ BBC-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, სუპერმარკეტების ქსელი 1 მილიარდ ბრიტანულ სტერლინგს დახარჯავს 20 წლის განმავლობაში აღნიშნული მიზნის მისაღწევად.

ამჟამად კომპანიის მუშაობის შედეგად დაახლოებით 1 მილიონი ტონა ნახშირორჟანგი გამოიყოფა წელიწადში. როგორც Sainsbury's-ი აცხადებს, სუპერმარკეტმა ნახშირორჟანგის ემისია დაახლოებით მესამედით შეამცირა ბოლო 15 წლის განმავლობაში.

ნახშირორჟანგის ემისიის შემცირებას კომპანია გეგმავს მისი სადისტრიბუციო სისტემის მოდერნიზებით, კერძოდ ისინი ქსელში გამოიყენებენ ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილებს. ასევე კომპანია განავითარებს სამაცივრე მეურნეობას და შეამცირებს მისგან გამოწვეული ნახშირორჟანგის ემისიას.