მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება ინვესტორებისთვის კარგი გზავნილია - თურნავა

610e2abcb003c
ინგა მურუსიძე
07.08.21 10:33
711
საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ საერთაშორისო სააგენტო „ფიტჩის“ მიერ არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ზოგადად საერთაშორისო ინვესტორების მიმართ, - ასე შეაფასა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს „ფიტჩის“ მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგი.

საქმე ის არის, რომ „ფიტჩის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შესაბამისად, სააგენტომ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა. ამით საქართველო პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა.

"რეიტინგი ასახავს სარეიტინგო სააგენტოს ნდობას ხელისუფლების მიერ გატარებული როგორც ანტიპანდემიური, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. პირველ რიგში, ეს გამოწვეულია იმით, რომ სწრაფად მიმდინარეობს ჩვენი ეკონომიკის აღდგენა დ სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი. 

პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მაღალი ტემპებით ვითარდება. მყარია ინვესტორთა მხრიდან ნდობა და წარმოდგენა საქართველოს ეკონომიკასა და მის ეკონომიკურ პოლიტიკაზე. ასევე ურყევია ჩვენი ნება, რომ გავაგრძელოთ სტრუქტურული რეფორმები,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.