მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სვანეთს სივრცითი მოწყობისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ექნება

5808c3dc17730
ნინო კვინტრაძე
20.10.16 17:13
2321
სვანეთს სივრცითი მოწყობისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ექნება.  მესტიის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის და მულახის სოფლების განაშენიანების რეგულირების გეგმაზე კომპანია „გეოგრაფიკი“ მუშაობს. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა გიორგი გოცირიძემ „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში რამდენიმე თემის გენგეგმის შექმნა მოხდება.

"პროექტში გათვალსიწინებულია ეკონომიკის დარგების შეფასება, მათ შორის ტრანსორტის, კომუნიკაციების, კულტურული მემკვიდრეობის, გარემოს სტაბილურობისა და მდგრადობის, სამთო ინდუსტრიის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის საკითხი.

გენერალურ გეგმაში გათვალისწინებული იქნება თეთნულდისა და უშბის სამთო სათხილამურო კურორტების მაქსიმალურად გამოყენებაც და დეტალური ზონირებული რუკების გაკეთება. ეს ყველაფერი მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში მოხდებაა", - აცხადებს გოცირიძემ.

კომპანიას გენერალური გეგმის შემუშავებისთვის 15 თვიანი ვადა აქვს.

ფოტო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები