25.აპრილი .2016 13:17

SWIFT-ზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა

views 1323
უკან

Reuters-ის ინფორმაციით, SWIFT-ზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. "ჰაკერების ჯგუფს, რომელმაც ადრე ბანგლადეშის ბანკიდან 81 მილიონი დოლარი მოიპარა, შეეძლო საერთაშორისო საბანკო სისტემა SWIFT-ზე თავდასხმა განეხორციელებინა" - წერს გამოცემა კიბერუსაფრთხოების სიტემაზე BAE Systems-ზე დაყრდნობით.

SWIFT-ის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ კომპანიისთვის ცნობილია ინფორმაცია, რომ პროგრამული უზრუნველყოფა საფრთხის წინაშეა. თავდასხმამ SWIFT-ის ქსელზე გავლენა არ იქონია.