მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ გაბუნია აცხადებს, რომ "ვაქცინაციის ოფიცრების" პროგრამა დაწყებულია

60c85cecdfac5
ვიქტორია მღებრიშვილი
15.06.21 13:26
446

ვაქცინაციის ოფიცრების პროგრამა უკვე დაწყებულია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მიერ გაჟღერებული ინფორმაციისგან განსხვავებით, რომლის მიხედვით, "ვაქცინაციის ოფიცრების" პროგრამა წითელი ჯვრის ხელშეწყობით მიმდინარეობს, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაცია სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგთან ერთად უკვე ახორციელებს ე.წ. ვაქცინაციის ოფიცრების პროგრამას, რომელშიც ჩართულები არიან სამედიცინო უნივერსიტეტების რეზიდენტები.

"ისინი ტაბებით არიან აღჭურვილნი და ივლიან სკოლებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, საჯარო სამსახურებში იმისთვის, რომ დაინტერესებულ პირებს მიაწოდონ ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ და დაეხმარონ მათ რიგის დაჯავშნაში“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, მისი ინფორმაციით, საინფორმაციო კამპანიის გაფართოებისთვის მუშაობა მიმდინარეობს.

"მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით, გამოვლინდა კომპანია, რომელიც დაგვეხმარება კამპანიის წარმოებაში და ბრიტანეთის მთავრობის დახმარებით, საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ამ პროცესში გვეხმარება. შეიქმნა „პროვაქსი“ და სხვა ვებგვერდები, რომლებიც ვაქცინაციის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.