მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ გაბუნია: პირდაპირი ფრენების აკრძალვა შესაძლოა, სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს

5e6a5c2d38128
BM.GE
13.03.20 09:00
1202
შეზღუდვები პირდაპირი ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით შესაძლოა, სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა.

მისი განცხადებით, ამ ეტაპზე შესაბამისი კონსულტაციები მიმდინარეობს და გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილება პანდემიასთან დაკავშირებით აისახება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი გზით. პანდემიის გამოცხადების შემდეგ ბევრმა ქვეყანამ გუშინ თავად დაიწყო მგზავრობის შეზღუდვა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოგზაურთა ნაკადის შემცირება პირდაპირი შეზღუდვის გარეშეც მოსალოდნელია.

იცით, რომ ჩვენც უკვე რამდენიმე კვირაა დაწესებული გვაქვს შეზღუდვები მაღალი რისკის ქვეყნებიდან შემოსვლებზე. აქ საუბარია პირდაპირი რეისების შეზღუდვაზე ჩინეთიდან, ირანიდან და იტალიიდან. დღეს როგორც იცით, მოთხოვნა არის ის, რომ თუ მაღალი რისკის ქვეყნებში მოგზაურობდა ადამიანი 2 კვირის განმავლობაში და მოდის იქიდან, მან უნდა წარმოადგინოს ცნობა იმისა, რომ არ აღენიშნება კორონავირუსი, ასევე სავალდებულოა 2–კვირიანი იზოლაცია.
ჩვენ ვფიქრობთ ამ მოთხვონის გავრცელებას სხვა მაღალი რისკის ქვეყნებზეც, მიმდინარეობს კონსულტაციები და უახლოეს პერიოდში ეს გადაწყვეტილება იქნება ფორმალიზებული. გარდა ამისა, ჩვენ ვადევნებთ თვალს სხვა ქვეყნების შეზღუდვებსაც და ამის მიხედვით მოხდება გადაწყვეტილებების ადაპტირებაც", - განაცხადა გაბუნიამ.