ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, დღეს მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია, ორგანიზაციის შეფასებით 2025 წლისთვის კი მათი რაოდენობა კვლავ მილიარდზე მეტი იქნება. ეს პრობლემა გლობალურ გამოწვევას წარმოადგენს და მასთან გამკლავება ინოვაციურ გადაწყვეტას საჭიროებს.
ეს გადაწყვეტა კი დღეს უკვე ხელმისაწვდომია, აღნიშნავენ 2022 წლის ივნისში გამართულ “გლობალური ფორუმი ნიკოტინის შესახებ (GFN)” ღონისძიებაში მონაწილე ექსპერტები.
დღეს მეცნიერულ და ტექნოლოგიური ინოვაციებზე დაყრდნობით, თამბაქოს ინდუსტრიის გიგანტი კომპანიები ქმნიან ნიკოტინის შემცველ თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებს, რომლებიც არ გამოყოფენ კვამლს, შედეგად ამცირებენ მწეველის ორგანიზმისთვის მიყენებულ ზიანს და იძლევიან შესაძლებლობას, გადავარჩინოთ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე.
“თამბაქოს ინდუსტრიის ტრანსფორმაციის მიზანია, შექმნას პროდუქტები, რომლებიც შეამცირებს მწეველის ორგანიზმისთვის მიყენებულ ზიანს. შესაბამისად, იმ ზრდასრულ მომხმარებლებს, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას, ექნებათ შესაძლებლობა, ტრადიციული მოწევა ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტებით ჩაანაცვლონ და აღნიშნული ქმედებით შეამცირონ სიკვდილიანობის, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი და პოზიტიური ცვლილება განახორციელონ საზოგადოებაში”, - აღნიშნავენ GFN-ის ფორუმში მონაწილე ექსპერტები.
თამბაქოს ინდუსტრიაში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, 2022 წელს გამართული ფორუმის “გლობალური ფორუმი ნიკოტინის შესახებ (GFN)” მთავარ განსახილველ თემას ტექნოლოგიური განვითარება, ნიკოტინის მიწოდების ალტერნატიული საშუალებები და მთავრობების მხრიდან თამბაქოს პროდუქტების რისკის პროპორციული რეგულირება წარმოადგენდა.
“დღეს მსოფლიოში მილიარდზე მეტი ზრდასრული მწეველი არ ანებებს თავს მოწევას, სწორედ ამიტომ ისინი საჭიროებენ არჩევანს - მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება- სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნიკოტინის მიწოდების ალტერნატიული პროდუქტების შესახებ”, - აღნიშნავენ ექსპერტები.
მათივე განმარტებით, თამბაქოს პანდემიასთან ბრძოლა ერთობლივ ძალისხმევას საჭიროებს, რაც თამბაქოს ინდუსტრიის, ჯანდაცვის ინსტიტუტებისა და საკანონმდებლო ორგანოების მხრიდან გამჭირვალე დიალოგსა და სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს.
თუმცა, სამეცნიერო მტკიცებულებების მიუხედავად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია თავს არიდებს დიალოგს, არ ითვალისწინებს სამეცნიერო მტკიცებულებებს და ნიკოტინის შემცველ ალტერნატიულ მოწყობილობებს ფატალური შედეგების მქონე ტრადიციული თამბაქოს პროდუქტების მსგავსად განიხილავს.
მიუხედავად ამისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის განხორციელების პროცესში აუცილებელია საკანონმდებლო ორგანოების მხრიდან თამბაქოს ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება, კომპეტენტური და მოქნილი რეგულაციური ჩარჩოს იმპლემენტაცია, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ, მოახდინონ ინოვაციების ინტეგრაცია და სტიმულირება.
უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ ინოვაციებს ენიჭებათ, სწორედ ამიტომ, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საჭიროა მთავრობებისა და ჯანდაცვის ინსტიტუტების მხრიდან რისკის პროპორციული კანონმდებლობის მიღება და სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღება.
“გლობალური ფორუმი ნიკოტინის შესახებ (GFN)” ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც 2014 წლიდან ტარდება და მასპინძლობს მსოფლიო დონის ექსპერტებს, მეცნიერებსა და სამართლის დარგის სპეციალისტებს, რათა მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით განიხილონ მარეგულირებელი და საკანონმდებლო პოლიტიკის საკითხები, რაც შესაძლებლობას მისცემს საზოგადოების წევრებს, სრულად გამოიყენონ ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების პოტენციალი და შეამცირონ თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი