Taxify ყოველი მგზავრობიდან 5 თეთრს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს გადაურიცხავს. ამის შესახებ ტაქსის კომპანიის მიერ გავრცელებულ განცახდებაშია ნათვამი.
„თბილისში გამოჩენის დღიდან, ჩვენი მთავარი მისია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების კულტურის ცვლილება და ჩვენი მომხმარებლების სასიკეთოდ განწყობა იყო. მას შემდეგ ჩვენ ასი-ათასობით მგზავრს ვემსახურებით და მომავალში კიდევ უფრო მეტ მგზავრს დავამახსოვრებთ თავს საუკეთესო მომსახურებით.
თუმცა, ჩვენ გვინდა გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ჩვენი მისიაა და წამოვიწყოთ საქველმოქმედო კამპანია, საიდანაც შემოსული თანხები მოხმარდება საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს. 1 დეკემბრიდან თქვენ მიერ შესრულებული თითოეული მგზავრობიდან, ჩვენ გადავრიცხავთ 5 თეთრს საქველმოქმედო ფონდში. ჩვენი მიზანია წვლილი შევიტანოთ მათ დახმარებაში, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.
ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორ მძღოლებს მონაწილეობა მიიღონ კამპანიაში სურვილის შესაბამისად და ასევე დაამატონ 5 თეთრი შესრულებული შეკვეთიდან. საქველმოქმედო აქციაში მონაწილე მძღოლებს ამოიცნობთ აპლიკაციაში სურათზე დატანილი გულის ნიშანის მეშვეობით. ასე რომ, თუ გამოძახებისას ავტომობილზე შენიშნეთ გული, დაუჭირეთ მხარი საქველმოქმედო აქციაში მონაწილე მძღოლს, გაუზიარეთ თქვენი თბილი და პოზიტიური ემოცია“,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.