ქართული კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენის, ინვესტიციების მოზიდვისა და ევროპის ქვეყნებთან ბიზნეს კავშირების გაღრმავების მიზნით, თბილისი, უკვე მესამედ, ანგელოზ (ადრეული ეტაპის) ინვესტორთა საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს.
ღონისძიება 15-16 ივლისს იმართება და ორგანიზებულია თბილისის მერიისა და ევროკავშირის ერთობლივი ბიზნეს აქსელერატორ “სპარკის”, საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელ “აქსელის” და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ, აჭარა ჯგუფის, Grant Thornton Georgia-სა და Noxtton-ის მხარდაჭერით.
სამიტის ფარგლებში, საქართველოს ეწვევიან ევროპის ანგელოზ ინვესტორთა ქსელის (EBAN) წარმომადგენლები და ინვესტორები საბერძნეთიდან, სლოვენიიდან, საფრანგეთიდან და ესტონეთიდან. ვიზიტის მიზანია საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია, ინვესტორების დაინტერესებისა და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის საშუალებით.
ვიზიტის პროგრამა მოიცავს შეხვედრებს ადგილობრივი ტექნოლოგიური ბიზნესის წარმომადგენლებთან, პანელურ დისკუსიებს, ვორკშოპებს, პრეზენტაციებს, ნეთვორქინგსა და სპეციალურ “ფიჩინგ ვორკშოპს” (Pitching workshop) სტარტაპებისთვის. ღონისძიებებისას განიხილავენ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემას, ტექ-ბიზნესში ინვესტირების შესაძლებლობებს, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამებსა და მათ როლს ინვესტირებისთვის სტარტაპების მომზადების პროცესში. “ფიჩინგ ვორკშოპი” კი წინასწარ დარეგისტრირებულ ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ საკუთარი საინვესტიციო პროექტების წარდგენა ინვესტორების წინაშე.
ანგელოზ ინვესტორთა მესამე საერთაშორისო სამიტი თბილისში სასტუმრო "რუმსსა" და "სტამბაში" გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.
ანგელოზ ინვესტორთა ვიზიტი დედაქალაქში თანადაფინანსებულია თბილისის მერიისა და ევროკავშირის მიერ. ბიზნეს აქსელერატორი “სპარკი” და საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი „აქსელი“ მომავალშიც განაგრძობენ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშემწყობ პროგრამებს.
სტარტაპის დამფუძნებლები, რომლებსაც სურვილი აქვთ, “ფიჩინგ ვორკშოპის” ფარგლებში, საკუთარი კომპანიები წარადგინონ ქართველი და უცხოელი ინვესტორების წინაშე, უნდა დარეგისტრირდნენ ამ ბმულზე.
სამიტის ფარგლებში ასევე გაიმართება Founder Institute-ის პანელური დისკუსია/ვორკშოპი სტარტაპების დაფინანსების თემაზე. ღონისძიებაზე გამოცდილი ვენჩერული კაპიტალისტები და ანგელოზ ინვესტორები დეტალურად განიხილავენ კომპანიისთვის ინვესტიციის მოზიდვის გზებს. ვორკშოპში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი დაინტერესებულ სტარტაპერს, ამ ბმულზე რეგისტრაციის შემდეგ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე