მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი Man-ის 18-მეტრიან 160 ავტობუსს იყიდის - ტენდერში გამარჯვებული ცნობილია

649198177367f
შოთა ტყეშელაშვილი
20.06.23 16:16
12319
თბილისის მერია Man-ის მარკის, 18-მეტრიან ბუნებრივ აირზე მომუშავე 160 ახალ ავტობუსს შეიძენს. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ ტენდერში გამარჯვებულად “თეგეტა მოტორსი” გამოაცხადა, შესაბამისად კომპანიასთან 259 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდება.

“თეგეტა მოტორსის” მიერ წარდგენილი საფასო ცხრილის თანხმად, ერთი ავტობუსის ღირებულება 1,527,660 ლარია, ხოლო 200,000 კილომეტრზე ერთი ავტობუსის დამატებითი ტექნიკური მომსახურების ღირებულება 91,099 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ავტობუსის შესყიდვის და 200,000 კილომეტრზე მისი ფლობის საფასური 1,618,759 ლარს შეადგენს.

ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენილი ავტობუსის მოდელია MAN Lion's City 18C, მისი ტექნიკური პარამეტრები ასე ნაწილდება:

• მოსალოდნელი გამძლეობა - 12 წელი და 1,020,000 კმ;
• გამოშვების თარიღი - 2023 წელი;
• გამოშვების ქვეყანა - პოლონეთი
• სიგრძე - 18,06 მეტრი;
• სიგანე - 2,55 მეტრი;
• სიმაღლე - 3,34 მეტრი;
• კარების რაოდენობა - 4 (შიდაგაღების, ორფრთიანი);
• იატაკი - მთლიან სამგზავრო სივრცეში იქნება დაბალი, გარდა ბორბლებისა და ძრავის სივრცეებისა;
• ტევადობა - 162 მგზავრი (43 დასაჯდომი, მძღოლის ადგილი, 2 დასაკეცი სავარძელი, შშმ პირებისთვის 1 ეტლის ადგილი);
• მაქსიმალური სიჩქარე - 80 კმ/სთ;
• შესაძლებლობა - შეუძლია 18%-იან დახრილობაზე ასვლა;
• ფერი - დამკვეთთან შეთანხმებით სამ ფერში;
• გათბობა-გაგრილება - ავტობუსს ექნება კონდიცირების სისტემა და შესაძლებელი იქნება ფანჯრების გახსნა.

სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არ არის მითითებული, იღებდა თუ არა ტენდერში მონაწილეობას სხვა კომპანიაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები