მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია 94 ათასი ლარის ფოიერვერკებს ყიდულობს

5e943557354eb
შოთა ტყეშელაშვილი
13.04.20 13:50
6894
დედაქალაქის მერიამ 25 მარტს, 94,441 ლარის ღირებულების ფეიერვერკების შეძენის შესახებ გააფორმა ხელშეკრულება.

კომპანია "ქოლორფულ სფირითსთან” გაფორმებული კონტრაქტი ერთწლიანია და ის ძალაში 2021 წლის 28 თებერვლის ჩათვლით იქნება ძალაში.

BMG-ის კითხვაზე - თუ რა ღონისძიების გასაფორმებლად იყიდა მერიამ ფოიერვერკები, დედაქალაქის მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მისი შეძენა ზოგადად ყველა დღესასწაულისთვის მოხდა.

ჯამურად, დედაქალაქის მერია 2670 ცალ ფოიერვერკის ჭურვს ყიდულობს.