მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია საახალწლო თემატიკის დეკორატიულ მატარებელს ყიდულობს

6194d6363398a
სალომე მეცხვარიშვილი
17.11.21 14:20
1457
თბილისის მერია საახალწლო თემატიკის დეკორატიულ მატარებელს ყიდულობს. შესაბამისი სახელმწიფო ტენდერი უკვე გამოცხადებულია. დეკორატიულ მატარებელში თბილისის ბიუჯეტიდან 107 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმებოდა, თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ “თბილსერვის ჯგუფს”, რომელმაც უშუალოდ გამოაცხადა ტენდერი, მომსახურების მიწოდება 105.8 ათას ლარად შესთავაზა. შესყიდვაში გამარჯვებულია კომპანია “ღამის შოუ სტუდია”.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მატარებელი 6-განყოფილებიანი იქნება, საიდანაც პირველი განყოფილება ორთქლმავალია, დანარჩენი კი - ვაგონები. აქედან ერთ-ერთში საჩუქრები განთავსდება. მატარებელი უნდა იყოს სხვადასხვა ნათურით განათებული.

საინტერესოა, რომ ტენდერი 3 ნოემბერს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 12 ნოემბერს დაიწყო და პრეტენდენტებს სულ 3-დღიანი ვადა ჰქონდათ მის წარსადგენად.

დოკუმენტების მიხედვით, მატარებელი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მიაწოდოს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა. სად განთავსდება საახალწლო მატარებელი, ცნობილი არ არის.

წინასაახალწლო მორთულობისთვის თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ "თბილსერვის" ჯგუფს სულ 3 ტენდერი აქვს გამოცხადებული, 207 ათასი ლარის ღირებულებით -  ერთ-ერთი სწორედ დეკორატიული მატარებელია.