მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მეტროს რეაბილიტაციაზე EBRD-ის სესხით 75 მლნ ევრო დაიხარჯება

61adec919691e
BM.GE
06.12.21 15:07
2515
EBRD-მა ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისში თბილისის მეტროს რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსებაზე მიიღო გადაწყვეტილება. პროექტის მოცულობა 75 მილიონი ევრო, ანუ დღევანდელი ღირებულებით 267 მილიონი ლარია. მისი განხორციელება 2022 წლიდან იგეგმება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტი 117.5 მილიონი ლარის დაფინანსებას ითვალისწინებს.

ბიუჯეტის საინვესტიციო პროექტების დანართის მიხედვით, მეტროს რეაბილიტაცია ვაგონების შეკეთებას, დეპოს და საბურთალოს ხაზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

“თბილისის მეტროს პროექტი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით, რომლის მთლიანი ღირებულება შეადგენს 75 მლნ ევროს და ითვალისწინებს მეტროს ვაგონების, არსებული დეპოს და საბურთალოს ხაზის დამაკავშირებელი გვირაბის რეაბილიტაციას. პროექტი წარმოადგენს კაპიტალურ პროექტს, მაღალი სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით, თუმცა ამავე დროს გასათვალისწინებელია პროექტი ითვალისწინებს არსებული სისტემების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოძველებული სისტემების განახლების და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,”- ნათქვამია დოკუმენტში.