მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მოსახლეობას ვეღარავინ აკადრებს, დანგრეული ყვითელი ავტობუსებით ატაროს - კალაძე

6203719fb369b
ინგა მურუსიძე
09.02.22 12:10
711
თბილისის მოსახლეობას ვეღარავინ გაუბედავს და აკადრებს, რომ დანგრეული ყვითელი ავტობუსებით და გაუბედურებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით ატაროს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძე პირობას დებს, რომ თბილისის მოსახლეობა ყოველთვის იგზავრებს განახლებული, მოწესრიგებული, სუფთა, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

„ჩვენ ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს იმისთვის, რომ ავტობუსით, მიკროავტობუსით გადაადგილება ქალაქში იყოს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და საზოგადოებრივ ტრანსპორტში დატვირთვა კიდევ უფრო გავზარდოთ“, - განაცხადა კალაძემ.

ინფორმაციისთვის: 1-ელი თებერვლიდან დედაქალაქში არც ერთი ყვითელი მიკროავტობუსი და ავტობუსი აღარ დადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები