„დედაქალაქის მერია ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიას და ზოგადად, ე.წ. ღამის ეკონომიკაში დასაქმებულ პირებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
კერძოდ, თბილისის მთავრობა ღამის კლუბებს 2 მლნ ლარით დაეხმარება .
„პანდემიამ ეკონომიკის ყველა დარგი, მათ შორის ელექტრონული მუსიკა და საკლუბო კულტურის ეკოსისტემა დააზარალა. ეს იყო დარგი, რომელიც ყველაზე პირველი გაჩერდა პანდემიის პირობებში; მათ მოუწიათ დახურვა და უკვე 1 წელია გაჩერებული არიან. მათ სჭირდებათ მხარდაჭერა და თანადგომა. აუცილებელია, რომ ამ სფეროში დასაქმებულებს შევუმსუბუქოთ არსებული პრობლემები და ასევე, სახელმწიფო თანადგომით შევუნარჩუნოთ პოტენციალი, რომ გააგრძელონ ფუნქციონირება“, - განაცხადა კალაძემ და დახმარების პაკეტის დეტალებზე ისაუბრა.
„მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში სექტორში ჩართულ ადამიანებს შევთავაზებთ მხარდაჭერის პაკეტს, რომლის ბიუჯეტი 2 მლნ ლარი იქნება და დახმარებას სფეროში დასაქმებული მინიმუმ 500 შემოქმედი მიიღებს; საუბარია დიჯეებზე და ა.შ. სულ 50-ზე მეტი ორგანიზაციაა. ფინანსური პაკეტით, პირველ რიგში, ტექნიკური პერსონალი და მუსიკოსები ისარგებლებენ. ამასთან, ელექტრონული სივრცეებისთვის მოხდება საიჯარო თანხების სრულად ან ნაწილობრივ დაფარვა. იურიდიულ პირებს კომუნალური გადასახადების დაფარვაში დავეხმარებით. ასევე, ზაფხულში გახსნისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება“, - განმარტა კახა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ თემაზე სფეროს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია აწარმოებდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო