მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში $400-500 მლნ-ის ინვესტიცია ველით“ - პრემიერი

639702a30f03b
ვიქტორია მღებრიშვილი
12.12.22 14:32
1012
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების განვითარების მიზნით, მთავრობას 400-500 მლნ დოლარის ინვესტირების მოლოდინი აქვს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ამასთან, ღარიბაშვილს სხვა დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტებს ვერ პასუხობს.

„ეკონომიკურ საბჭოზე აეროპორტებთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ, თბილისის არსებული აეროპორტი საერთაშორისოდ მოთხოვნილ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ჩვენ გვინდა თანამედროვე, ძლიერი, გამართული ინფრასტრუქტურა, თავისი კარგოტერმინალებით, ბიზნესავიაციით, გვინდა ახალი ტერმინალი აშენდეს და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დავიწყეთ. სიახლეებს საზოგადოებას მოგვიანებით შევატყობინებთ, მაგრამ ჯამში თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში 400-500 მლნ დოლარის ინვესტიციას ველოდებით.

ქუთაისში ასევე გვაქვს ხედვა, დამატებით შეიძლება კარგო-მიმართულება განვითარდეს და ჯამში ეს სერიოზული ინვესტიციები გამოგვივა“, - თქვა ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები