მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თებერვალში წლიური ინფლაცია 3.6% იყო - რა გაძვირდა ყველაზე მეტად?

603de5fa09a70
BM.GE
02.03.21 11:17
748
2021 წლის თებერვალში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 3.6% შეადგინა. ამასთან, ინფლაციის კალკულაციაში კვლავ იყო გათვალისწინებული კომუნალური ტარიფების სუბსიდირების ეფექტი, ამ სუბსიდიის გარეშე კი, ინფლაცია 1.85 პროცენტული პუნქტით უფრო მეტი - 5.45% იქნებოდა. წლიურ ჭრილში სურსათის ღირებულება 6.2%-ით, ჯანდაცვის ღირებულება კი 9.8%-ით არის გაზრდილი.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.03 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (34.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.4 პროცენტი), თევზეული (10.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (8.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.4 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.3 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-4.1 პროცენტი) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-4.8 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.8 პროცენტით, რაც 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (14.2 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.3 პროცენტიანი მატება, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.69 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (17.8 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (14.9 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (12.9 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (11.8 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (9.8 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (9.1 პროცენტი);