მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემქის ტყე-პარკის მშენებლობა 34,5 მლნ ჯდება – როგორი იქნება მწვანე სივრცე?

5f68d1a7bbe39
ანუკა ჯოხაძე
21.09.20 23:30
8742
თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ზღვისუბანში, ტყე-პარკის მოწყობას გულისხმობდა, შეთავაზება მხოლოდ ერთ კომპანიას – "ენსისის" აქვს გაკეთებული. 19 აგვისტოს გამოცხადებულ ტენდერში, შეთავაზებების მიღება 16 სექტემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა.

თბილისის მერიამ  შერჩევა/შეფასების ეტაპი დაიწყო.

მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება, რომელიც ზღვისუბანში საპარკე ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს, 44 636 470 ლარია, ხოლო "ენსისის" მიერ წარდგენილი წინადადებიდან ირკვევა, რომ კომპანია ტყე-პარკის მშენებლობას 10 მილიონით იაფად – 34 504 378 ლარად შეძლებს.

პროექტის დაფინანსების წყარო თბილისის მუნიციპალიტეტის 2020, 2021, 2022 წლების ბიუჯეტია. (2020 წელი - 2.2%, 2021 წელი - 57.5%, 2022 წელი - 40.3%)

რაც შეეხება სამუშაოების შესრულების ვადას, სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, "ენსისიმ" ადგილზე სამუშაოები ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 760 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს.