„ტექნოლოგიების ტრანსფერის პროექტით გვსურს, რომ ჩვენს სამეცნიერო სფეროში, სამეცნიერო ინსტიტუტებში დაგროვილი იდეები, გამოგონებები, ახალი ტექნოლოგიები, ძალიან საინტერესო და პერსპექტიული მოსაზრებები რეალურ კომერციულ პროდუქტად ვაქციოთ და სამეცნიერო გამოგონებების კომერციალიზაცია მოვახდინოთ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამაში შერჩეული პროექტების ავტორ-მეცნიერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ტექნოლოგიების ტრანსფერის პროექტი ორი რამით არის მნიშვნელოვანი - ერთი, რომ მოხდეს ჩვენს მეცნიერებაში წლების განმავლობაში დაგროვილი მთელი ინტელექტუალური პოტენციალის წამოწევა და მეორე - მოხდეს ადგილობრივი წარმოებისა და ადგილზე გამოყენების ხელშეწყობა.
„ძალიან საინტერესო და საჭირო პროექტი წამოვიწყეთ, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო და ჩვენს სისტემაში შემავალი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი საინტერესო იდეა, რომელიც მონაწილეობს ამ პროექტში და იმედი მაქვს სულ მალე იქცევა კონკრეტულ წარმოებებად, კონკრეტულ პროდუქტებად. ეს შეეხება ბიოტექნოლოგიებს, საკვებ ინდუსტრიაში, ფარმაცევტიკაში ახალ ქართულ გამოგონებებს, მეტალურგიას, წიაღისეულის გამოყენებას და გადამუშავებას. საბოლოო ჯამში მიზანია, რომ ჩვენი სამეცნიერო პოტენციალი ჩავაყენოთ ქართული ეკონომიკის , ქართული ეროვნული წარმოების სამსახურში და რა თქმა უნდა, ექსპორტზეც გავიტანოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრი დღეს ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამაში შერჩეული პროექტების ავტორ-მეცნიერებს შეხვდა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მინისტრს თავიანთი პროექტები გააცნეს.
ინფორმაციისთვის, ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა (TTPP) 2019 წლის აპრილში დაიწყო და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომელიც პასუხობს ბაზრის საჭიროებებს. პროექტს ახორციელებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით. პროგრამის ხანგრძლივობა სამი წელია.
ტექნოპარკში გამართულ შეხვედრას ნათია თურნავასთან ერთად ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო