მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტერაბანკი“ ანგულარის კურსის შესწავლას დააფინანსებს, საუკეთესო სტუდენტებს კი დაასაქმებს

61bc4ac2ac570
BM.GE
17.12.21 12:37
685
„ტერაბანკი“, საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების მხარდასაჭერად, ალტე უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, „ტერაბანკი“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული IT პროდუქტის, ანგულარის კურსს მსურველებს სრულად ან ნაწილობრივ დაუფინანსებს. საუკეთესო სტუდენტებს კი კომპანიაში დასაქმებას შესთავაზებს.

"ალტე უნივერსიტეტის" ანგულარის კურსი თეორიულ და პრაქტიკული ნაწილს მოიცავს. სტუდენტები დეტალურად შეისწავლიან აპლიკაციის დაგეგმვიდან საბოლოო დანერგვამდე საჭირო ყველა ნაბიჯს და მისი გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტების გამოყენებას. კურსდამთავრებულები მიიღებენ ცოდნას, რომელიც მათ სამომავლოდ ანგულარ დეველოპერის კარიერის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება დასჭირდეთ.

სტუდენტებს, რომლებიც კურსის შესწავლისთვის დაფინანსებას მიიღებენ ან დასაქმდებიან, ტერაბანკი ალტე უნივერსიტეტთან ერთად შეარჩევს. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ქვეყანაში IT მიმართულებით განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებას, უახლესი ტექნოლოგიური ტრენდების დანერგვას, პერსპექტიული კადრების შესაბამისი ცოდნით უზრუნველყოფასა და მათ პროფესიულ განვითარებას. ვიმედოვნებთ, რომ ალტე უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ჩვენთვის ამ პრიორიტეტის რეალიზების კარგი შესაძლებლობა იქნება“, - აცხადებენ „ტერაბანკში“.

ანგულარი Google-ის გამორჩეული და მოთხოვნადი პროდუქტია. მას არაერთი ცნობილი ბრენდი იყენებს, რომელთა შორის თავად Google, Samsung, BMW, Forbes და ა.შ. არიან. იგი დეველოპერებს ინტერაქციული და დინამიკური SPA ტიპის აპლიკაციების შექმნის საშუალებას აძლევს. ამასთან, პროდუქტი უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს, შეცდომების დაზღვევას, ხარვეზების მარტივად აღმოჩენასა და სხვა უპირატესობებს აერთიანებს.

„დასაქმების ბაზარზე ანგულარ დეველოპერებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. პარალელურად, მნიშვნელოვანი ხდება ხარისხიანი ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამების შექმნა, რათა დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შესაბამისი კადრების რაოდენობა რაც შეიძლება მალე გაუთანაბრდეს.. სწორედ ეს არის ის მთავარი მიზეზი, რატომაც პოტენციურ დამსაქმებლებთან თანამშრომლობით ანგულარის პროფესიული კურსის შექმნა გადავწყვიტეთ და ტერაბანკთან პარტნიორობა დავიწყეთ“, - აცხადებენ ალტე უნივერსიტეტში.

ალტე უნივერსიტეტში ანგულარის კურსის გავლა შეუძლიათ როგორც გამოცდილ დეველოპერებს, ისე იმ პირებს, რომლებსაც საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით კარიერის დაწყება სურთ. მისი ხანგრძლივობა 6 თვეა. კურსი 2022 წლის 14 მარტს დაიწყება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://bit.ly/3ISxURW 
(R)