მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesco ზოგიერთი პროდუქტის შეძენაზე ლიმიტს აწესებს

5fe333c2b4be8
ნათია თაქთაქიშვილი
23.12.20 20:43
566
ცნობილი სუპერმარკეტების ქსელი Tesco ზოგიერთი პროდუქტის შეძენაზე ლიმიტებს აწესებს. ლიმიტირებული პროდუქტების სიაში მოხვდა: კვერცხი, ბრინჯი, საპონი, ხელის დასაბანი საშუალებები და საპირფარეშოს ქაღალდი. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

სუპერმარკეტების ქსელის განცხადებით, მათ პროდუქციის საჭირო რაოდენობაზე სამჯერ მეტი მარაგი აქვთ, მაგრამ უჭირთ პროგნოზირება იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი გადაწყვეტს მარაგის გაკეთებას და საჭიროზე მეტი პროდუქტის შეძენას.

აღსანიშნავია, რომ სუპერმარკეტების ქსელში უკვე შეიქმნა დეფიციტი სალათის ფურცლებზე და ციტრუსზე, მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა დიდ ბრიტანეტთან საზღვრები ჩაკეტა კორონავირუსის ახალი შტამის გამო და ათასობით სატვირთო მანქანა ვერ ახერხებს გადაადგილებას საზღვარზე.

„თუ რაიმე არ შეიცვლება, დეფიციტი გაგრძელდება სალათის ფურცლებზე, ბროკოლზე და ციტრუსზე. ეს სწორედ ის პროდუქტებია, რომლის იმპორტსაც ვახდენთ წელიწადის ამ დროს“, - განაცხადა სუპერმარკეტ Sainsbury’s-ის წარმომადგენელმა.

გამოცემა წერს, რომ Tesco მომხმარებელს მოუწოდებს „ივაჭრონ ნორმალურად“, რადგან 25 დეკემბრამდე მნიშვნელოვანი მარაგები აქვთ და ისინი იმედს იტოვებენ, რომ საფრანგეთთან მიმოსვლა მალე აღდგება.

თავის მხრივ საფრანგეთის მთავრობამ დღეს განცხადება გააკეთა, რომ ბრიტანეთის სატვირთო ავტომობილების მძღოლები საზღვრის გადაკვეთას მხოლოდ ნეგატიური კორონავირუსის ტესტის საფუძველზე შეძლებენ.