მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეთრ ტაქსებს მიეცემათ უფლება, მგზავრებს საავტობუსე ზოლებშიც მოემსახურონ - კალაძე

62036f4467b5c
ინგა მურუსიძე
09.02.22 11:36
10107
A-კატეგორიის(თეთრი ფერის) ტაქსის მძღოლებს მიეცემათ შესაძლებლობა, საავტობუსე ზოლებზე მგზავრები ისე ჩასვან და აიყვანონ, რომ არ დაჯარიმდნენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერმა დღეს ტაქსების რეფორმის მესამე ტალღაზე ისაუბრა და თქვა, რომ რეფორმა, სავარაუდოდ ზაფხულში დაიწყება. მან ვიცე-მერს დაავალა, დაიწყოს მუშაობა შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც პარლამენტს წარედგინება.

„უკვე დაანონსებული გვაქვს ტაქსების რეფორმების შემდეგი ფაზა. ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და უკვე ვასრულებთ შიდა სამუშაოებს. გარდა ამისა, მიმდინარეობს კონსულტაციები, ტაქსის მძღოლებთან, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველას შევხვდეთ და ყველას გავესაუბროთ. ზაფხულისთვის უკვე ვიქნებით სრულად მზად იმისთვის, რომ ამ რეფორმის შემდეგი ეტაპი განვახორციელოთ, თუმცა მანამდე მინდა დავავალო ვიცე-მერს, რომ დღესვე დაიწყოს მუშაობა A-კატეგორიის მძღოლებისთვის საავტობუსე ზოლებში მგზავრის ჩამოსმის და აყვანის შესაძლებლობა მიეცეთ ისე, რომ ამისთვის არ დაჯარიმდნენ“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, A-კატეგორიის ტაქსებს წარმოადგენენ თეთრი ტაქსები, რომლებსაც სპეციალური ლიცენზიები აქვთ. მათთვის ქალაქში საპარკინგე ადგილებიც არის გამოყოფილი.