მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ აჩუქა ივანიშვილმა იპოდრომის ტერიტორია თბილისს ახლა? - ცქიტიშვილის პასუხი

5f7c2b06a810e
ინგა მურუსიძე
06.10.20 12:35
1146
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ირწმუნება, რომ იპოდრომის ყოფილი ტერიტორიის ქალაქისთვის ჩუქების არჩევნებთან დაკავშირება სპეკულაციაა და მეტი არაფერი. "ეს მიზნად ისახავს საჩუქარს დაუკარგოს ფასი", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, ეს არის არა მხოლოდ ტერიტორიის ჩუქება ქალაქისთვის, არამედ რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციის ჩადება.

„ყველა ბრალდება არის კონტრპროდუქტიული, რადგან ადამიანები ხედავენ რეალობას. ბატონი ბიძინა და „ქართუ“ წლების განმავლობაში უამრავ პროექტს ახორციელებენ. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ პროექტზე ვთქვათ - რატომ ახლა? მაგრამ ეს არის საჩუქარი, რომელიც შეიძლებოდა მას არ განეხორციელებინა. ძალიან ბევრი მდიდარი ოჯახია მსოფლიოში, რომელიც ასეთი მასშტაბის ქველმოქმედებას არ ახორციელებს, მაგრამ ეს არის მისი და მისი ოჯახის ხელწერა, რომელიც ათეულობით წელია მიმართულია ხალხზე ზრუნვაზე. ახორციელებს მწვანე პროექტებს, თეატრებზე ზრუნავს, ადამიანებსა სახელმწიფო სამსახურებზე ზრუნავს და ა.შ.“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის მერიის ინფორმაციით, გუშინ მერიასა და ფონდ "ქართუს" შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, "ქართუმ" ქალაქს იპოდრომის ტერიტორია აჩუქა, სადაც ასევე "ქართუ" თბილისის ცენტრალურ პარკს გააშენებს.