მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პანაცეა“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებას აგრძელებს

5f1bdaa05c450
BM.GE
25.07.20 14:02
1654
საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეას“ პროფესიული განათლების სფეროში მუშაობის 140 წელი შეუსრულდა. მისი ისტორია სათავეს მე-19 საუკუნის სამოცდაათიან წლებში - „ოლღას საბებიო სკოლიდან“ იღებს (1875-1878 წწ), დაარსებიდან დღემდე კოლეჯის მთავარი პროფილია, ჯანდაცვის მიმართულების პროფესიული პროგრამები. კოლეჯის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი შეადგენს 90%-ს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში.

„უკვე წლებია კოლეჯს აქვს სტაბილური, სანდო, კვალიფიციური პარტნიორის რეპუტაცია და სამართლიანად ითვლება ქვეყანაში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე ძველ და წარმატებულ კოლეჯად, რომელმაც ტრადიციის შენარჩუნებითა და მუდმივად განვითარებაზე ზრუნვით, შეძლო პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების ავანგარდში დარჩენა“. ამბობს კოლეჯის ერთ-ერთი დამფუძნებელი მაია ჩიხლაძე.

კოლეჯი აცხადებს მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ერთიანი პროფესიული ტესტირებითა და სახელმწიფოს სრული დაფინანსებით
• საექთნო განათლება
• ფარმაცია
• ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდამჭერი
პროფესიული ტესტირების გარეშე:
• კბილის სატექნიკო საქმე
• აღმზრდელი
რეგისტრაციისთვის დარეკეთ 599172088
ვებ გვერდი: www.panacea.edu.ge
Facebook: საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა.
(R)