მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი ლიზინგი უკრაინისთვის

62974e34282f5
BM.GE
01.06.22 15:35
517
თიბისი ლიზინგი საქართველოში მცხოვრებ, ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინულ ოჯახების დაეხმარა. ინიციატივის ფარგლებში ორგანიზაციამ ძალები ორ ქართულ ბრენდთან გააერთიანა და „ორბელიანი მეტის“ ჩართულობით, ქართული წარმოების ჰიგიენური საშუალებები და ბავშვის ტანსაცმელი 200-მდე ადამიანს გადასცა.

„პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა. წელს გადავწყვიტეთ, რომ სიმბოლური საჩუქრები საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გადაგვეცა. ჩვენი სერვისით მოსარგებლე ნიკოლისგან ბავშვების ტანისამოსი, ნამისგან კი ჰიგიენური საშუალებები შევიძინეთ. საჭირო ნივთებს თავი მოვუყარეთ და უკრაინის მოქალაქეებს გადავეცით,“ - აცხადებს გაგა გოგუა, თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორი.

აღნიშნული ინიციატივა ერთჯერად ხასიათს არ ატარებს. თიბისი ლიზინგის გუნდი აქტიურად არის ჩართული უკრაინის მხარდაჭერის პროცესში და სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას გეგმავს.
(R)