ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით შექმნილი ინოვაციური პროდუქტის ფარგლებში, რომელიც აგროსტარტაპებისთვისაა განკუთვნილი, თიბისიმ უკვე 250-მდე სტარტაპი დააფინანსა.
როგორც BM.GE-ს თიბისიდან აცნობეს, ინვესტიციის საერთო მოცულობა 70 მილიონ ლარს აჭარბებს.
აგროსტარტაპების დაფინანსების პროექტს თიბისი 2016 წლიდან ახორციელებს. ოთხი წლის განმავლობაში პროექტმა რამდენიმე ეტაპი გაიარა. თავდაპირველად, ის მრავალწლიანი ბაღების გაშენების მხარდაჭერით დაიწყო და 2017 წლიდან ადგილობრივი ვაზის დარაიონებული ჯიშების გაშენება და საოჯახო მეურნეობის მხარდაჭერა მოჰყვა. დღემდე, სტარტაპ აგრო პროდუქტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით მევენახეობის სპეციფიკურ ზონებში 100 ჰა-ზე მეტ ფართობზე ადგილობრივი ჯიშის საღვინე ვაზი გაშენდა.
2018 წლიდან პროექტს დაემატა მაღალპროდუქტიული ჯიშის მეცხოველობის ფერმების მხარდაჭერა, ინტენსიური საკალმახე მეურნეობები, მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობები, პროდუქციის შესანახი სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები. 2019 წლის შემოდგომიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების პირველადი მწარმოებლებისთვის სტარტაპ აგრო პრდოუქტის ჩამონათვალს გადამამუშავებელი საწარმოების მოწყობა და აგროტურიზმიც დაემატა.
„პანდემიის მიუხედავად აგროსტარტაპების მხარდაჭერა თიბისის არცერთი მიმართულებით არ შეუჩერებია, მათ შორის არ შეგვიზღუდავს აგროტურიზმის მხარდაჭერაც. სტარტაპებით დაფინანსების ჩამონათვალს ჩვენ ყოველ ახალ სამეურნეო სეზონზე ვამატებდით სხვადასხვა აგრო მიმართულებებს და ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება. ახლახანს ბიზნესის მხარდაჭერით მიზნით შევქმენით აგრო ბარათიც, რომლითაც სარგებლობა განსაკუთრებით აქტუალურია სწორედ ახლა, გაზაფხული სეზონზე. ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში კიდევ ბევრ ახალ და საჭირო პროდუქტს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს“, - აცხადებს შოთა გონგლაძე, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგა.
აგროსტარტაპების მხარდაჭერის პროგრამა ძირ თანხაზე გრძელვადიან საშეღავათო პერიოდის გამოყენებას გულისხმობს, რაც დამოკიდებულია დასაფინანსებელი საქმიანობის სპეციფიკაზე და მაქსიმუმ 5 წელს შეადგენს. ძირითადი საშუალებებისთვის სესხების გაცემა „შეღავათიან აგროკრედიტთან“ პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება და სახელმწიფოს მიერ სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას ითვალისწინებს.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში?
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება