მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, დღეიდან, Tbcganvadeba.ge-ზე განვადების სერვისით სარგებლობა უკვე სახლიდან გაუსვლელად, უმოკლეს დროშია შესაძლებელი. ამისთვის, მომხმარებელმა ვებ-გვერდზე განთავსებული პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალიდან, მისთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე ნივთი უნდა შეარჩიოს და მარტივი განაცხადი შეავსოს.
როგორც bm.ge-ის თიბისიდან აცნობეს, პროგრამა ავტომატურად განიხილავს განაცხადს, რის შემდეგაც მომხმარებელი განვადების დამტკიცების შესახებ პასუხს რამდენიმე წამში მიიღებს და მას ფილიალში ან მაღაზიაში მისვლა და განაცხადის შესავსებად ოპერატორთან გასაუბრება აღარ დასჭირდება.
„თიბისის მისიაა, ადამიანების ცხოვრების გამარტივება. ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს მომხმარებლებისთვის ისეთი პროდუქტების და სერვისების შეთავაზებაზე, რაც მათ საჭიროებებზე მაქსიმალურად იქნება მორგებული. პროცესების ფიზიკურიდან ონლაინ სივრცეში გადატანა და მათი გაციფრულებაც ამ სტრატეგიის ნაწილია. მოხარული ვართ, რომ საქართველოში პირველად, განვადების სერვისით სარგებლობას მომხმარებლები უკვე დისტანციურად შეძლებენ და ამისათვის მათ ფილიალში ვიზიტი არ მოუწევთ, მით უმეტეს არსებული გამოწვევის ფონზე“, - აცხადებს თიბისის განვადების განვითარების ლიგის ხელმძღვანელი ირაკლი ევგენიძე.
სასურველი ნივთის შესაძენად, Tbcganvadeba.ge-ზე დამტკიცებული ონლაინ განვადების გამოყენებას მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში შეძლებს.
ვებ-გვერდს მუდმივად დაემატება ახალი ფუნქციები, ასევე განახლდება პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალი.
NS
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა