თიბისის სტარტაპ დეკრეტს ახალი გამარჯვებულები ჰყავს. პროგრამა, რომელიც თიბისი ბანკმა 2018 წელს შექმნა მიზნად სტარტაპების ხელშეწყობას, ინოვაციური იდეების მხარდაჭერად ისახავს და სტარტაპ დეკრეტის საშუალებით გუნდის წევრებს 6 თვიან ანაზღაურებადი შვებულების ფარგლებში სტარტაპ იდეების ბიზნესად ქცევის შესაძლებლობას აძლევს.
პროგრამის წლევანდელ გამარჯვებულებს შორის ალექსანდრე მანია და ლევან კოკაია, რომლებმაც რამდენიმე წლიანი ერთობლივ სამუშაო პროცესებზე დაკვირვების შედეგად, დაინახეს, რომ ეჯაილ საქმიანობის მეტად მოქნილად და ეფექტიან წარმართვაში საჭირო იყო ხელსაწყო, რომელიც პროცესებს გაამარტივებდა. ხელსაწყო, რომელიც ამ მომენტისთვის ბაზარზე პრაქტიკულად არ არსებობდა. ასე შეიქმნა ციფრული პროდუქტის იდეა „SHARA”, რომელიც სტარტაპ დეკრეტის მესამე გამარჯვებულია.
ალექსანდრე მანია გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში აღნიშნავს, რომ ეჯაილ საქმიანობაში უამრავი გამოწვევა არსებობს, აღნიშნული ხელსაწყო კი სწორედ ამ გამოწვევებს უნდა გაუმკლავდეს.
"ჩვენი საქმიანობა გამოიხატება იმაში, რომ სხვადასხვა ადამიანებს, მენეჯერებს თავიანთი საქმის ეფექტურად წარმართვაში დავეხმაროთ. ამ მიმართულებით უამრავი გამოწვევა არსებობს, შესაბამისად, საჭირო იყო რაღაც ხელსაწყო. მივედით აზრამდე, რომ ეს არის ხელსაწყო, რომელიც ჩვენს სამუშაოს გაამარტივებდა. გადავწყვიტეთ შეგვექმნა ციფრული პროდუქტი“ - აღნიშნავს ალექსანდრე მანია.
ციფრული პროდუქტის იდეა „SHARA”-ზე „საქმიან დილაში“ ლევან კოკაიაც საუბრობს. მისი თქმით, ამ დროისთვის იდეის პროტოტიპის შემუშავების ეტაპზე არიან, შემდგომ კი პროტოტიპს ეჯაილ პრაქტიკოსებთან გატესტავენ.
„ჩვენ წარმოვადგინეთ კონცეფცია, რომელიც შედგება სამი ძირითადი ხედვისგან, ესენია: გუნდების დეველოპმენტი, ეჯაილ გუნდის შექმნა და მათი მონიტორინგი. ეს სამი ძირითადი მიმართულება ყველა საჭიროებას მოიცავს, რაც ეჯაილ პრაქტიკოსებს აქვთ. ჩვენ რამდენიმე ეტაპიანი სტრატეგია გვაქვს. ეს შემდეგ 2 წელიწადს მოიცავს, ახლა იდეის პროტოტიპის შემუშავების ეტაპზე ვართ და ეს პროტოტიპი ჩვენს ეჯაილ პრაქტიკოსებთან უნდა გავტესტოთ, შემდეგ უკვე პროდუქტის გაუმჯობესება და სხვა დანარჩენი ეტაპი დაგვრჩება,“ - ამბობს იგი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება