მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი პროფესია

5f116c483397d
ნათია თაქთაქიშვილი
18.07.20 00:00
11317
ფინანსური კომპანია Bankrate.com-ი აშშ-ის საზოგადოების კვლევის ბიუროზე დაყრდნობით TOP-10 ყველაზე მაღალანაზღაურებად და მოთხოვნად პროფესიას ასახელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, კვლევები ადასტურებს, რომ განათლებაში ინვესტირებული ფული ამართლებს, რადგან სწორად შერჩეული პროფესიის შემთხვევაში წლიური ანაზღაურება საშუალოდ 90,000 აშშ დოლარიდან 100,000 აშშ დოლარამდე განისაზღვრება.

TOP-10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი პროფესიებია: 

1. საზღვაო არქიტექტორი და ინჟინერი
საშუალო შემოსავალი: 90,000 აშშ დოლარი
უმუშევრობის მაჩვენებელი: 1.6%

2. ბირთვული ინჟინერია
საშუალო შემოსავალი: 98,100 აშშ დოლარი
უმუშევრობის მაჩვენებელი: 1.8%

3. ფარმაცევტული მეცნიერებები და ადმინისტრირება
საშუალო შემოსავალი: 100,000 აშშ დოლარი
უმუშევრობის მაჩვენებელი: 58%

4. გენეტიკოსი
საშუალო შემოსავალი: 85,000 აშშ დოლარი
უმუშევრობის მაჩვენებელი: 76%

5. ელექტროინჟინერი
საშუალო შემოსავალი: 99,000 აშშ დოლარი
უმუშევრობის მაჩვენებელი: 46%

6. მშენებელი/ ინჟინერი, არქიტექტორი
საშუალო შემოსავალი: 74,000 აშშ დოლარი
უმუშევრობის მაჩვენებელი: 29%

7. კოსმოსური ინჟინერი
საშუალო შემოსავალი: 90,000 აშშ დოლარი
უმუშევრობის მაჩვენებელი: 49%

8. კომპიუტერული ინჟინერი
საშუალო შემოსავალი: 92,000 აშშ დოლარი
უმუშევრობის მაჩვენებელი: 40%

9. ელექტრონული ტექნოლოგიების ინჟინერი
საშუალო შემოსავალი: 67,000 აშშ დოლარი
უმუშევრობის მაჩვენებელი: 30%

10. მატერიალურ მეცნიერებათა ინჟინერი
საშუალო შემოსავალი: 90,000 აშშ დოლარი
უმუშევრობის მაჩვენებელი: 2.0%.