მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 ყველაზე სანდო ავტომობილი

60350cdb21a08
ნათია თაქთაქიშვილი
24.02.21 00:30
1059
Consumer Reports 2021-ის მიერ გამოქვეყნებულ ავტომობილების ჩამონათვალში, ისტორიაში პირველად მომხმარებელთა სანდოობის კუთხით Mazda ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, მეორე ყველაზე სანდო მანქანის სტატუსი BMW-მ მოიპოვა, მესამეზე Subaru-ა, ხოლო მეოთხე და მეხუთე ადგილს Porsche და Honda იკავებენ.

აღსანიშნავია, რომ პირველ ხუთეულში ვერ მოხვდნენ ისეთი ცნობილი ავტოკონცერნები, როგორიც არის Land Rover-ი, Mitsubishi, Jeep-ი და Lincoln-ი. წელს მომხმარებელთა სანდოობის კუთხით მხოლოდ მე-16 ადგილს დასჯერდა ლიდერი ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla, აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბრენდი პირველ ათეულში შედიოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ასევე ათეულს გარეთ დარჩა Audi, Infiniti, Nissan-ი, Mini, Volkswagen-ი, Kia, Volvo და Mercedes-Benz-ი.

TOP-10 ავტომობილი მომხმარებელთა სანდოობის კუთხით შემდეგია:

1. Mazda
2. BMW
3. Subaru
4. Porsche
5. Honda
6. Lexus
7. Toyota
8. Chrysler
9. Buick
10. Hyndai.