მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Topshop-ის ახალი მფლობელი ცნობილია - ვინ იყიდა ბრენდი?

600ed4b012cc7
ნათია თაქთაქიშვილი
25.01.21 21:40
922
კომპანია Asos frontrunner-ი Arcadia Group-ისგან Topshop-ის, Topman-ის და Miss Selfridge-ის ბრენდებს შეიძენს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

Asos-ის განცხადებით, კომპანიის მიზანია შეიძინოს ის ”ძლიერი ბრენდები, რომლებიც კარგად ეხმიანება მომხმარებელთა მოთხოვნას.

შეგახსენებთ, კომპანია Arcadia-მ გასული წლის ნოემბერში გაკოტრების შესახებ განაცხადა, რის შედეგადაც 13,000 სამუშაო ადგილი გაუქმების საფრთხის ქვეშ დადგა.

Arcadia გაკოტრების მიზეზად კორონავირუსით გამოწვეულ შეზღუდვებს ასახელებს და აღნიშნავს, რომ პანდემიის გამო მაღაზიების ნახევარზე მეტი დახურულია. აღსანიშნავია, რომ ჯგუფი მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მასშტაბით 444 საცალო მაღაზიას ფლობს, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 22-ს.

შეგახსენებთ, Arcadia-ში წილის შეძენით ცნობილი ბრიტანული მაღაზიათა ქსელი Next-იც დაინტერესებული იყო, თუმცა, კომპანიამ შეთავაზება გასულ კვირას მოხსნა, რადგან დასახელებული თანხის გადახდა ვერ მოახერხა.