აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, აჭარაში 1 მილიარდი ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტები განახლდა.
როგორც მან BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, მისი გათვლებით, მომავალი 1 წლის განმავლობაში ამ რიცხვის გასამამაგება იგეგმება.
"განახლდა ისეთი პროექტები, როგორებიცაა "კემპინსკი", "ბაბილონ თაუერი", ასევე აქტიურად მიმდინარეობს "რუმსის" მშენებლობა. გარდა განახლებული პროექტებისა, ასევე ჩვენ გვექნება ქობულეთში მწვანე ქალაქი, რომელიც იქნება არანაკლებ ნახევარი მილიარდის ინვესტიცია. ასევე, ჩვენ გვექნება "რივიერა", - აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.