მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Toyota მფრინავი ტაქსების სტარტაპში $349 მილიონს ჩადებს

5e21b5a1823de
ნათია თაქთაქიშვილი
17.01.20 17:16
2297
იაპონიის უმსხვილესი ავტო კონცერნი Toyota მფრინავი ტაქსის ამერიკულ სტარტაპში Joby Aviation-ში 349 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. ამის შესახებ engadget.com-ი იუწყება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, კომპანია Joby Aviation-ი დაკავებულია მფრინავი სატრანსპორტო საშუალებების შექმნითა და შემუშავებით, მათი შემდგომი გამოყენებისთვის, როგორც ტაქსი.

„საჰაერო გადაყვანები გრძელვადიანი მიზანი იყო კომპანიისთვის. ჯერჯერობით ჩვენ ვაგრძელებთ ბიზნესს საავტომობილო მიმართულებით, თუმცა ინტერესს იწვევს მფრინავი ტქსების იდეაც“,- განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა აკიო ტოიოდამ.

ორივე კომპანია აპირებს, განავითაროს მფრინავი ტაქსების ტექნოლოგიები სამომავლოდ მათი მასიურად გამოყენების მიზნით. თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმებზე მხარეები მოგვიანებით გაავრცელებენ ინფორმაციას.

ამ დროისთვის Joby Aviation-ს უკვე აქვს მოდელი S4. ეს სატრანსპორტო საშუალება ოთხი მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს დაახლოებით 200 კმ მანძილის სიშორეზე.