მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TripAdviser-მა 10 ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა დაასახელა

5e1f516a1fc41
ნათია თაქთაქიშვილი
16.01.20 00:15
2181
ცნობილმა ტურისტულმა ვებპორტალმა Trip Adviser-მა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობები დაასახელა. ღირსშესანიშნაობების ნუსხა ვებპორტალმა მოგზაურთა მიმოხილვების საფუძველზე შეადგინა.

ათ ყველაზე მიმზიდველ ადგილს შორის ევროპული ღირსშესანიშნაობები დომინირებს, ჩამონათვალშია ლუვრი, ეიფელის კოშკი, რომის კოლიზეუმი, ვატიკანი და ასე შემდეგ. ათეულში ასევე მოხვდა ორი პოპულარული ტურისტული ღირსეშანიშნაობა ამერიკიდან.

TripAdvisor -ის პრესსპიკერის, ლორელ გრიტრიქსის თქმით, ისტორიული ღირსშესანიშნაობები ტურისტებისთვის ყველა პერიოდში საინტერესო და მიმზიდველი იყო, თუმცა მათ შორის არის კიდევ უფრო მეტად გამორჩეული და საინტერესო მიმართულებები, რომლებიც მოგზაურების ინტერესს იწვევს.

TripAdviser-ის 10 ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა:

1. კოლიზეუმი - რომი, იტალია;
2. ლუვრის მუზეუმი - პარიზი, საფრანგეთი;
3. ვატიკანის მუზეუმი - რომი, იტალია;
4. თავისუფლების ქანდაკება - ნიუ-იორკი, აშშ;
5. ეიფელის კოშკი - პარიზი, საფრანგეთი;
6. საგრადა-ფამილიას ბაზილიკა - ბარსელონა, ესპანეთი;
7. ფრანგული კვარტალი - ახალი ორლეანი, აშშ;
8. ანა ფრანკის სახლი - ამსტერდამი, ნიდერლანდები;
9. უილის ტაუერი - ჩიკაგო, აშშ;
10. წმინდა მარკის მოედანი - ვენეცია, იტალია