03.ოქტომბერი .2022 22:45

საიდან უნდა დაიწყოს გაციფრულება მცირე ბიზნესმა? – ნიკა ქურდიანის რეკომენდაცია

საიდან უნდა დაიწყოს გაციფრულება მცირე ბიზნესმა? – ნიკა ქურდიანის რეკომენდაცია
views 628
უკან

„თიბისის“ გენერალური დირექტორი მოადგილე ნიკა ქურდიანი მცირე და საშუალო ბიზნესს გაციფრულებისკენ მოუწოდებს და ელემენტარულ რჩევას აძლევს, რომ საკითხის შესახებ „დაგუგლონ“.

მან „საქმიან დილაში“ მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ცნობისმოყვარეობის ამაღლება აუცილებელია.

„მცირე ბიზნესმა ელემენტარულად Google-ში უნდა ჩაწეროს - „მცირე ბიზნესის გაციფრულება“ და Google ავტომატურად 5 რჩევას ამოუყრის - რა უნდა გააკეთოს. ეს გაფიცრულებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს, რომ ადამიანმა ცნობისმოყვარეობა აამაღლოს და ბევრგან დასვას კითხვა - რა არის გაციფრულება და როგორ შეუძლია მისი ბიზნესში გამოყენება. პირველი ნაბიჯი ეს ცნობისმოყვარეობის ამაღლებაა, მათ შორის გამოვიყენოთ Google, რომელიც გაციფრულებისკენ ელემენტარული ნაბიჯია“, - განაცხადა ქურდიანმა.

„თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე განმარტავს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულება, მართვას უფრო ეფექტიანს ხდის, დანახარჯებს კი ამცირებს.

„ბიზნესმა თავისი პროცესები, რომლითაც მომხმარებელს ემსახურება ან ბიზნესის საწარმოებლად პროცესებს მართავს, მაქსიმალურად ციფრულად, ავტომატიზირებულად, ადამიანური ხელის ჩარევის გარეშე მინიმიზაციის შედეგად უნდა აკეთოს, რითაც ხარჯი მცირდება, სისწრაფე და პროდუქტიულობა კი იზრდება.

ბიზნესი ციფრული პლატფორმების და სხვადასხვა რესურსის გამოყენება ახდენს არადა ეს ძალიან კარგი რესურსია. მაგალითად ვებსაიტის არსებობისას ადამიანებმა შეიძლება "დაგუგლონ" და მარტივად მიაგნონ ამა თუ იმ ბიზნესს, თუმცა ამით საქართველოში ბევრ ბიზნესს - რესტორნებს, კაფეებს, ეს არ აქვს; მესამე მიმართულება საბუღალტრო პროგრამების გამოყენებაა, მაგალითად Fina, balance და არამხოლოდ ეს სხვა სისტემებიც არის ადამიანური რესურსის მართვის და სხვა, რაც მართვის მხრივ ძალიან ეფექტიანია; მეოთხე კომპონენტი, რომ დავამატოთ მცირე ბიზნესების მხრიდან მიდგომის შეცვლაა, განწყობის შექმნა, რომ ციფრული ინსტრუმენტები ზრდის ეფექტურობას და თანამშრომელსა და მომხმარებელს ტოვებს ბედნიერს.

მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულება ძალიან კრიტიკულია და ძალიან დიდი პოტენციალის მომტანია.

მაგალითად, ქუთაისში მეწარმეს, რომელსაც მაღაზია აქვს და ბიზნესს ციფრულად არ მართავს, მიბმულია ერთ ლოკაციაზე, მაშინ როდესაც ვებგვერდი რომ ჰქონოდა და მასზე ჩაშენებული რომ ჰქონოდა ელექტრონული კომერციის ინსტრუმენტი, ასევე ფეისბუქი რომ ჰქონოდა, მომხმარებელთა კომუნიკაციას შეძლებდა და ასევე საფოსტო მომსახურებასთან ჰქონოდა ბმა, ის შეძლებდა საქართველოს მასშტაბით და შეიძლება მის გარეთაც გაყიდვებს. გაციფრულება ძალიან დიდი საქმის გამკეთებელია.
რაც შეეხება ასწრაფებას, ადამიანური რესურსი ძვირი და ჭკვიანი რესურსია, შესაბამისად, ადამიანი უნდა გამოვიყენოთ იქ, სადაც მისი ინტელექტი გვჭირდება და სადაც პროცესის ავტომატიზება გვჭირდება იქ უნდა დავაამტომატიზიროთ, მაგალითად ქოლცენტრი“, - განმარტა ქურდიანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა