მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ვირუსს ასეთი განვითარება ექნება, საწარმოები უნდა გაიხსნას, თორემ ეკონომიკა ჩამოგვექცევა"

5e9ee8dc24c5e
ინგა მურუსიძე
22.04.20 09:45
1526
"თუ ვირუსს ასეთი განვითარება უნდა ჰქონდეს, რაც დღეს აქვს, საწარმოები უნდა გაიხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკა ჩამოგვექცევა" - ამის შესახებ bm.ge-ის "ექსპორტის განვითარების ასოციაციის" ხელმძღვანელმა ანა კვარაცხელიამ განუცხადა.

„ძალიან რთულია საუბარი მხოლოდ ცალმხრივად და რეკომენდაციებიც თეორიულად ძალიან ადვილი მისაცემია. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არ ვიცით შიგნით რა ხდება; საზოგადოებას ანუ ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია რეალურად. არ ვიცით, რა სიტუაციაა კომპანიებში, არ ვიცით, მათი შემოსავლები. ერთია რას ამბობს კომპანია და მეორეა, რა იცის მთავრობამ. ამდენად, რეკომენდაციების გაცემა ერთია, თუმცა მეორეა რა არის მთავრობის გეგმები, მათ შორის მედიცინის მიმართულებით. არ ვიცით, რა იგეგმება ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით.

ჩემი მოსაზრებით, თუ ვირუსს ასეთი განვითარება უნდა ჰქონდეს, რაც დღეს აქვს, საწარმოები უნდა გაიხსნას იმისთვის, რომ ეკონომიკა და ელექტრონული კომერცია ამუშავდეს. შეიძლება, ხვალვე არ გაიხსნას მაღაზიები, რესტორნები და კლუბები, მაგრამ წარმოების გახსნა ამ მდგომარეობაში, სადაც ვართ უნდა მოხდეს. თუ ვხედავთ ტრენდს, რომ მაჩვენებლები არ იმატებს, მაშინ წარმოება გახახსნელია, რადგან ასე წარმოუდგენელია ყოფნა. ეკონომიკა ჩამოგვექცევა. სახელმწიფოს ხარჯი იგივე რჩება, რაც იყო და შემოსავლების კუთხით საქმე ცუდად გვექნება, რადგან კომპანიები დახურულია. ჩემი რეკომენდაციაა, უნდა გაკეთდეს გეგმა, რომ რაც შეიძლება მალე გაიხსნას ეკონომიკა. მხოლოდ ჩაკეტვა გამოსავალი რა არის“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ: მთავრობა 27 აპრილიდან რიგი შეზღუდვების მოხსნას გეგმავს. ასევე, როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ხელისუფლება ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას, რომლის ნაწილია სოციალური დახმარებების პაკეტი, 24 აპრილს წარმოადგენს.