მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის სექტორს გადავადებული საშემოსავლო გადასახადი ჩამოაწერეს

5ff85fbc45f08
სალომე მეცხვარიშვილი
08.01.21 17:33
864
მთავრობამ ტურიზმის სექტორს საშემოსავლო გადასახადი ჩამოაწერა – შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განმარტებით, ეს არის საშემოსავლო გადასახადი, რომლის გადახდაც ტურიზმის სექტორს 2020 წლის თებერვალ–მაისში გადაუვადეს.

მინისტრის განმარტებით, შეღავათის საერთო მოცულობა 20 მილიონი ლარია და ამ პროგრამით თავის დროზე დაახლოებით 1000–მდე კომპანიამ ისარგებლა.

საკოორდინაციო საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის ნოემბრისა და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადი გადაუვადონ სასტუმროებს, რომლებსაც ზამთრის სეზონზე ოპერირება სრულად აეკრძალათ, ესენია ის დაწესებულებები, რომლებიც სასრიალო კურორტებზე მდებარეობენ: მესტიაში, გუდაურში, ბაკურიანსა და გოდერძიზე.

“გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიში მდებარე სასტუმროებს გადაუვადდათ 2020 წლის ნოემბრის და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადი, 2020 წლის პირველ ივლისამდე. რატომ ეს ლოკაციები? იცით, რომ ამ საკურორტო ზონებში შევზღუდეთ მუშაობა, როცა დანარჩენ საქართველოში სასტუმროების მოქმედება არ არის შეზღდული. დაახლოებით 100–ზე მეტი კომპანია იქნება ამ პროგრაის ბენეფიციარი”,– აღნიშნა მაჭავარიანმა.