მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის ყველაზე მონახულებადი მუზეუმები - რეიტინგი

6182930bb4c07
ნათია თაქთაქიშვილი
04.11.21 00:14
711
ანალიტიკური პლატფორმა Statista იმ მუზეუმების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც ყველაზე მეტმა ტურისტმა გასულ წელს პანდემიის და საზღვრების ჩაკეტვის მიუხედავად მოინახულა.

როგორც ანალიტიკური პლატფორმა წერს, ტურისტებს შორის ყველაზე დიდი პოპულარულობით ლუვრის მუზეუმი სარგებლობდა, რომელსაც გასულ წელს 2.7 მილიონი ადამიანი ეწვია.

მეორე ადგილზე 1.6 მილიონი ვიზიტორით ჩინეთის ეროვნული მუზეუმია, ხოლო მესამე ადგილზე ლონდონში მდებარე ტეიტ მოდერნია 1.43 მილიონი სტუმრით.

Statista-ს ინფორმაციით, მუზეუმთა მონახულების რიცხვი დაახლოებით 78%-ით შემცირდა გასულ წელს 2019 წელთან შედარებით, ხოლო ჯამურად ვიზიტორთა რაოდენობამ 22.4 მილიონი ადამიანი შეადგინა.

TOP-8 მუზეუმი, რომელსაც გასულ წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია:

• ლუვრი - 2.70 მილიონი ვიზიტორი
• ჩინეთის ეროვნული მუზეუმი - 1.60 მილიონი ვიზიტორი
• ტეიტ მოდერნი (დიდი ბრიტანეთი) – 1.43 მილიონი ვიზიტორი
• ვატიკანის მუზეუმი - 1.30 მილიონი ვიზიტორი
• ბრიტანეთის მუზეუმი - 1.28 მილიონი ვიზიტორი
• ნაციონალური გალერეა (ლონდონი) – 1.20 მილიონი ვიზიტორი
• მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი - 1.13 მილიონი ვიზიტორი.