მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: სახელმწიფოს ერთი პირბადის შეკერვა 1.08 ლარი უჯდება

5e9043c87a332
შოთა ტყეშელაშვილი
10.04.20 14:20
1328
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პირბადეების წარმოების სახელმწიფო პროგრამის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ წარმოებული ერთი პირბადის საშუალო თვითღირებულება 1 ლარსა და 8 თეთრს შეადგენს. 

"განვმარტავ თვითღირებულებასთან დაკავშირებით, როგორც ვთქვი ჩვენ თითოეული პირბადის შეკერვა გვიჯდება ლარზე ოდნავ მეტი. გასაშუალოებულად რომ ვთქვათ, ეს არის 1.08 ლარი.

დაფინანსების მექანიზმი არის შემდეგი - სახელმწიფო და ამ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტრო, ვიძენთ ნედლეულს, ანუ სამედიცინო დოლბანდს უხოეთიდან. ამას ვაკეთებთ ჩვენ იმიტომ, რომ სამედიცინო დოლბანდი არის საკმაოდ სტრატეგიული პროდუქტი და ბევრმა ქვეყანამ აკრძალა ან შეზღუდა მისი გარეთ გატანა და აქედან გამომდინარე, ჩვენი დიპლომატიური ძალებით უფრო ვახერხებთ ამის მოძიებას და შეძენას და ვიძენთ მას კომერციულ ფასად. გარდა ამისა, ამაში არის ჩადებული ჩვენი მკერავების შრომა, ეს შრომა და ხარჯები ასევე ასახულია ამ თვითღირებულებაში.

საშუალოდ კერვა თითოეული პირბადის, ჯდება 60-დან 70 თეთრამდე. ძალიან კარგია, რომ პირველი პარტიები ძალიან ბევრმა სამკერვალო საწარმომ მოგვაწოდა უფასოდ და მასში კერვის ღირებულება არ იყო ასახული. ჩვენც ასევე უფასოდ დავარიგეთ ეს პირბადეები სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეებზე, მათ შორის 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა პენსიონერებზე, ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებზე, ასევე კარანტინში დასაქმებულ ადამიანებთან მიდის ეს პირბადეები უფასოდ. ასევე პოლიციელებთან, ჯარში და სხვა, იმისთვის, რათა ეს პირბადეები გახდეს სისტემურად მიწოდებული ბაზარზე და ხელმისაწვდომი.

ვასაქმებთ ათასამდე ადამიანს, ვინც კერავს პირბადეს და ეს პროგრამა გაგრძელდება მანამ, სანამ ბაზარი არ გაჯერდება.

მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე აფთიაქებში 400 000 ცალი პირბადე გუშინ შეიტანეს, თუმცა ერთ-ერთ ქსელში შეტანილი რაოდენობის 70% უკვე ამოყიდულია", - განმარტა თურნავამ.