მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავას თქმით, მესტიაში ტურიზმი იმდენად კარგად ვითარდება, რომ არალეგალური მაინინგი საჭირო არაა

61c980dfeeb90
ინგა მურუსიძე
27.12.21 13:20
5983
"მესტიაში ტურიზმი იმდენად კარგად ვითარდება, რომ არალეგალური საქმიანობა საჭირო არ არის", - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ bm.ge-ს კითხვას, რომელიც სვანეთში კრიპტოვალუტების არალეგალური წარმოების ფონზე რეგიონისთვის ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდების პრობლემის გადაჭრის გზებს შეეხებოდა. 

აღსანიშნია, რომ ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების ფონზე, ადგილობრივ მოსახლეობას კრიპტოვალუტების ე.წ. მაინერების გამორთვისკენ მეტიის მერიამაც მოუწოდა. მერიის ინფორმაციით, გასულ წლებთან შედარებით ელექტროენერგიის დღევანდელი მოხმარება 237%-ით არის გაზრდილი. მესტიის თვითმმართველობის პათოსს ნათია თურნავაც უერთდება.

„ზოგადად, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მთელ ქვეყანაში უწყვეტი და ხარისხიანი ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდებოდეს 24 საათის განმავლობაში. ელექტროენერგიის მიწოდების პროცესი და "ენერგო-პრო ჯორჯია", რომელიც ამას უზრუნველყოფს, გარკვეულ გამოწვევებს აწყდებიან მესტიაში. კერძოდ, ხშირია მაღალი მოხმარება და  ხაზების გადატვირთვა, ამის გამო მომატებულია ავარიების რისკი; არადა მესტია არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ზამთრის კურორტი.

აქედან გამომდინარე იყო გაფრთხილება მოსახლეობის მიმართ. არის ასეთი პრობლემა - საყოფაცხოვრებო, არალეგალური მაინინგი, რომლითაც მოსახლეობის ნაწილი არის დაკავებული, რაც განაპირობებს ზედმეტ დაწოლას ხაზებზე. მესტია იმდენად კარგად ვითარდება ტურისტული თვალსააზრისით, რომ არ არის საჭირო მსგავსი საქმიანობა, რაც არალეგალურიც არის და ხაზებსაც აზიანებს. ვუერთდები მესტიის მუნიციპალიტეტის პათოსს. ეს არის პრობლემა და ეს პრობლემა გადაწყდება“, - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ: მესტიის მოსახლოება ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის.