მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 41.8 ტონა ოქრო იყიდა

5d9b1e4dee56e
მიხეილ ხაჩიძე
08.10.19 00:05
1391

თურქეთის ცენტრალური ბანკი ოქროს რეზერვებს ყიდულობს. აგვისტოში, ბანკმა დაახლოებით 41.8 ტონა ოქრო განათავსა სახელმწიფო რეზერვებში.

როგორც World Gold Council (WGC) იუწყება, ეს თურქეთის მიერ ოქროს რეზერვის შესყიდვის რეკორდული მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ რუსეთისა და ჩინეთის ცენტრალურმა ბანკებმაც ასევე ახლახანს განაახლეს ოქროს შესყიდვები. გასულ თვეს რუსეთმა 11.3 ტონა, ჩინეთმა კი 5.9 ტონა ოქრო შეიძინეს.

ყაზახეთის ცენტრალურმა ბანკმა კი ანალოგიურ პერიოდში 2.6 ტონა, უზბეკეთის ცენტრალურმა ბანკმა კი 2.2 ტონა ოქრო გაყიდა.