მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქული ავიაკომპანია Atlasglobal-ი ფრენებს წყვეტს

5e44f9c947fb4
ნათია თაქთაქიშვილი
13.02.20 12:08
1455
თურქეთის ერთ-ერთმა ცნობილმა ავიაკომპანია Atlasglobal-მა უკვე მორედ შეწყვიტა რეისების შესრულება ბოლო რამოდენიმე თვეში. კომპანიამ პირველად ფრენები 26 ნოემბერს შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას Demirören News Agency-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, 26 ნოემებრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, კომპანიას ფრენები შეჩერებული ქონდა ლონდონის, ბაღდადის, თელ ავივის და ამსტერდამის მიმართულებით.

DHA- ს ცნობით, კომპანიის მაღალჩინოსნებმა ყველა თანამშრომელი სტამბოლის მთავარ ოფისში დაიბარეს. სავარაუდოდ ავიაკომპანია თავს გაკოტრებულად გამოაცხადებს.

Atlasglobal, რომელიც ადრე Atlas Jet-ის სახელით ოპერირდებდა, 2001 წელს დაარსდა. ავიაკომპანია ამჟამად 18 თვითმფრინავს ფლობს, ხოლო კომპანიის სათაო ოფისი სტამბოლშია.