მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტვ პირველს ვატო წერეთელი უხელმძღვანელებს

5edbf3439a8f0
BM.GE
06.06.20 23:45
1449
ინგა გრიგოლიამ ტვ პირველის დირექტორის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ დაწერა და მიზეზები განმარტა, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

ინგა გრიგოლიას დირექტორობიდან წასვლის შემდეგ ტელევიზიას მისი დამფუძნებელი ვატო წერეთელი უხელმძღვანელებს.

ინგა გრიგოლია ტვ პირველის დირექტორის პოსტს 2019 წლის 16 ოქტომბრიდან იკავებდა. მის მიერ დირექტორობიდან წასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ტელევიზიის დამფუძნებელი ვატო წერეთელი სოციალ ქსელშივე გამოეხმაურა და ინგა გრიგოლიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ინგა გრიგოლიას დირექტორობის დროს ტვ ,,პირველმა,, მიაღწია უდიდეს წარმატებებს, წარმოუდგენლად მოკლე დროში მოახერხა გაეკეთებინა ბევრი ახალი პროექტი, საინტერესო, ყურებადი, შინაარსიანი და დინამიური. ერთი წელიც არ გასულა, რაც მან ეს პოზიცია დაიკავა და მე თვითონვე ვეღარ ვცნობ ჩვენს ტელევიზიას. არ აქვს არც ერთი დასვენების დღე, მუშაობს კვირაში შვიდი დღე ,დილიდან ღამემდე ,დაუჯერებელ ენერგიას ახარჯავს საქმეს, რომელიც ასე ძალიან უყვარს.

შევეცადე,გამეგო მისი გადაწყვეტილების. მიყვარს, ვაფასებ და სულ მაქვს მისი იმედი, დირექტორი იქნება თუ არა, ის სულ დირექტორია ჩემს თვალში. სტატუსითაც და უსტატუსოდაც. წარმატებებს ვუსურვებ ინგას, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ტვ ,,პირველის ,,შექმნაში და განვითარებაში და აქვე პირობას ვაძლევ, რომ დავტვირთავ უფრო მეტად.

ინგას შემცვლელის ძებნა არც მიფიქრია, ორშაბათიდან ტვ ,,პირველის,, გენერალური დირექტორი გავხდები მე თავად. წარმატებები ჩვენ ყველას ერთად"-წერს წერეთელი.