მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უაქციზო ელექტროსიგარეტის შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს - საგამოძიებო სამსახური

60deab1808060
ინგა მურუსიძე
02.07.21 10:07
1406
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

როგორც bm.ge-ს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, ჩხრეკის შედეგად ამოიღეს სარეალიზაციოდ განკუთვნილი 367 ცალი „STIX“-ის ფირმის ნიკოტინის შემცველი უაქციზო ელექტროსიგარეტი. ამოღებული საქონლის ჯამური საბაზრო ღირებულება შეადგენს 7 340 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.