მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელებს შორის ყველაზე მეტ უძრავ ქონებას საქართველოში რუსეთის მოქალაქეები ყიდულობენ

5dc28e87631d3
თელარა გელანტია
06.11.19 13:24
2161
"ბოლო ოთხი, 2015-2018 წლების განმავლობაში საქართველოში უცხოელების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების 40% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის, - ამის შესახებ მიგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ „საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილშია“ ნათქვამი.

კერძოდ, 2015-2018 წლებში რუსეთის მოქალაქეებმა, საქართველოში, საკუთრებაში 15 133 უძრავი ქონება დაირეგისტრირეს. მეორე ადგილზეა - ირანი, მესამეზე კი - უკრაინა. 




დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ უცხოელთა მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების (ძირითადად, ბინების) რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევები შემცირდა.

ანგარიშის თანახმად, ბოლო წლებში საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც რუსეთი დატოვეს იზრდება; საინტერესოა ისიც, რომ დოკუმენტის მიხედვით, საქართველოდან რუსეთში ჩასულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა კლებულობს.

მიუხედავად ასეთი ტენდენციისა, ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი რაოდენობა საქართველოში კვლავ რუსეთიდან შემოდის. "თუმცა ბოლო წლებში მზარდია ისრაელიდან და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შემოსული ფულადი გზავნილების ოდენობაც”, - წერია ანგარიშში.