საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ტურიზმის კომიტეტის სხდომაზე ასოციაციის წევრებმა იმ აუცილებელ დამატებით ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც მოკლევადიან პერსპექტივაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ტურისტული სექტორის დროულ აღდგენას შეუწყობს ხელს.
როგორც bm.ge-ს ასოციაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანიაშვილი ესწრებოდა, საუბარი შეეხო სახმელეთო საზღვრის ეტაპობრივი გახსნის საჭიროებას, რადგანაც ამ გზით ქვეყანაში ტურისტების შემოსვლის გარეშე დროულ რეაბილიტაციაზე საუბარი ნაადრევი იქნება.
ასევე კომპანიების მიერ ცალკე გამოიყო კომენდანტის საათის პრობლემა, რადგან კომენდანტის საათი ნეგატიურ გავლენას ახდენს ბიზნესზე, იწვევს რა მთელი რიგ ობიექტური ხასიათის პრობლემებს, მათ შორის ზრდის ბიზნესის ოპერირების ხარჯებს, რაც პანდემიის გამო კომპანიებში არსებული ისედაც რთული ფინანსური მდგომარეობის ფონზე დამატებით მძიმე ტვირთად აწვება ბიზნესს.
ტურიზმის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, თავის მხრივ, შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ტურიზმის მხარდაჭერის მარკეტინგული სტრატეგია, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხო ტურიზმის აღდგენის მნიშვნელობაზეა გამახვილებული. ასევე, საუბარი შეეხო კომპანიების თანამშრომლების სავალდებულო ტესტირებას, პოსტ-კოვიდური საერთაშორისო მოგზაურობის უახლეს ტენდენციებსა და კერძო სექტორის ხელშეწყობის საკითხებს მიწოდებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.
მედეა ჯანიაშვილის თქმით, მიმდინარეობს ტურიზმის, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება, რომელიც ერთგვარი სახელმძღვანელო იქნება პოსტკოვიდურ პერიოდში.
„ზოგადად ბიზნეს სექტორისა და ჩვენი წევრი კომპანიებისთვის ამ რთულ პანდემიურ ვითარებაში, უკიდურესად აუცილებელია, კომენდანტის საათის, თუნდაც 2 საათით, 23:00 საათამდე გადაწევა, ვინაიდან ბიზნესი და ქვეყნის ეკონომიკა, ისედაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და აუცილებელია გადაიდგას დამატებითი ნაბიჯები ამ ვითარების შესამსუბუქებლად.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს ჩვენს თხოვნას, ვინაიდან როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც კომპანიების ასევე ამ კომპანიებში დასაქმებული თანამშრომლების სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი