მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონელი მილიარდერი მასატოში იტო გარდაიცვალა

640f17f252fec
ქრისტინე შამათავა
13.03.23 16:29
4247
იაპონელი მილიარდერი მასატოში იტო 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. Seven&i Holding-ის განცხადებით, კომპანიის თავმჯდომარე პარასკევს, ხანდაზმულობის გამო გარდაიცვალა.

Seven&i Holding მსოფლიოში ერთ-ერთ მსხვილ მულტინაციონალურ საცალო მაღაზიათა ქსელს 7-eleven-ს ოპერირებს. მასატოში კომპანიის ყველაზე დიდი მეწილე იყო, რომლის წმინდა ქონება $4.6 მილიარდს შეადგენდა.

მსოფლიოში ამჟამად 7-eleven-ის 83 000-ზე მეტი მაღაზიაა, მათგან მეოთხედი იაპონიაშია გახსნილი.

ჯერ კიდევ 1956 წელს მასატოში იტო ტოკიოში მცირე ბიზნესის მმართველი გახდა, რომლის დახმარებითაც ტანსაცმელს ყიდდა. მანამდე ბიზნესს მისი ბიძა, შემდგომ კი ნახევარ ძმა ხელმძღვანელობდნენ. მასატოში იტომ მოგვიანებით მაღაზიას სახელი შეუცვალა, Ito-Yokado დაარქვა და ქსელურ ბიზნესად აქცია, რომელიც ყიდდა ყველაფერს, მათ შორის სურსათსაც.

1970-იან წლებში აშშ-ში ვიზიტის დროს კი Ito-Yokado-ს აღმასრულებელმა, ტოშიფუმი სუზუკიმ 7-Eleven-ის მაღაზია შენიშნა. მოგვიანებით ამერიკაში დაფუძნებული შოტლანდიური კორპორაციის 7-Eleven-ის და Ito-Yokado-ს ხელმძღვანელებმა თანამშრომლობის ხელშეკრულება დადეს. სწორედ ასე გაიხსნა 1974 წელს პირველი 7-Eleven-ის მაღაზია იაპონიაში. უკვე 1990-წლისთვის მასატოში იტოს კომპანია 7-Eleven-ის საკონტროლო პაკეტს ფლობდა.

1992 წელს, მასატოშიმ Ito-Yokado-ში თანამდებობა ფინანსებთან დაკავშირებული ბრალდებების გამო დატოვა. 2005 წელს კომპანიას სახელი შეეცვალა და Seven&i Holdings დაერქვა.