მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა დაემატოს თუ არა სწრაფი ტესტების მიზნობრივ ჯგუფებს ახალი ჯგუფი?

5ea92582cd864
ინგა მურუსიძე
29.04.20 10:51
698
რომელი მიზობრივი ჯგუფიც გახდება საჭირო, ის დაემატება... ამ ეტაპზე ვისაუბროთ იმაზე, რაც უკვე დაგვემატა, - ასე უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟრნალისტის კითხვას იმის შესახებ, უნდა დაემატოს თუ არა სწრაფი ტესტების მიზნობრივ ჯგუფებს სხვა რომელიმე ჯგუფი.

ეზუგბაიას თქმით, ის ეთანხმება გადაწყვეტილებას, რომელიც გუშინ მიიღეს და მოხუცების, ასევე შშმ პირებისთვის სწრაფი ტესტების ჩატარებას ეხება.

ეზუგბაიამ დღესვე ინფექციურ საავადმყოფოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და თქვა, რომ კლინიკაში ერთი ახალი პაციენტი შეიყვანეს, რომლის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.

ამასთან, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი შემთხვევიდან 4-ის დაინფიცირების წყარო ცნობილია, ხოლო 2-ის წყაროს დადგენა ამჟამად მიმდინარეობს.