თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე მშენებარე სპორტის სასახლე იწვის. ინფორმაცია bm.ge–ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს.
მათი ცნობით, ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო და სახანძრო ჯგუფები. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზაცია.
რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი მშენებარე კომპლექსში, ცნობილი არ არის.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ სპორტის სასახლემ უნდა უმასპინძლოს 2022 წლის სექტემბერში Eurobasket-ის თამაშებს. სტადიონს 10, 000 მაყურებლის დატევა უნდა შეეძლოს. პროექტის თავდაპირველი ღირებულება 70 მილიონ ლარს შეადგენდა, მოგვიანებით მისი ღირებულება 90 მლნ–მდე გაიზარდა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თავად "კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ" გასული წლის ბოლოს განაცხადა, რომ საქართველოში სტადიონის მშენებლობის ნელი ტემპებით შეშფოთებულია.
FIBA-ს შეშფოთების შემდეგ, კალათბურთის სტადიონის მშენებლობას 20 მლნ ლარი ემატება