მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway კომპანია Occidental Petroleum-ში ინვესტიციას ზრდის

62d80fd2d25ed
გიორგი თოლორდავა
20.07.22 19:00
704
უორენ ბაფეტის საფინანსო ჰოლდინგი - Berkshire Hathaway ერთ-ერთ უმსხვილეს ამერიკულ ენერგოკომპანია Occidental Petroleum-ში ინვესტიციას თითქმის 122 მილიონი დოლარით ზრდის.

დამატებითი ინვესტირების შედეგად, Berkshire-ის წილი Occidental-ში 19.4%-მდე გაიზარდა და ამჟამად აქტივის ღირებულება $11 მილიარდს აღწევს.

საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობისა და სხვა ენერგორესურსების მკვეთრი გაძვირების ფონზე, მიმდინარე წელს Occidental Petroleum-ის აქციების ღირებულება თითქმის 90%-ითაა გაზრდილი, კომპანიის საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 58 მილიარდ დოლარს შეადგენს.

საგულისხმოა, რომ ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის წინამძღოლობით Berkshire Hathaway მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ საინვესტიციო ჰოლდინგად იქცა - ის ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში, $627-მილიარდიანი კაპიტალიზაციით, მეშვიდე ადგილს იკავებს.

"ომაჰელი ორაკული“ ექსპერტთა დიდი ნაწილის შეფასებით, ყველა დროის ყველაზე წარმატებული და გონიერი ინვესტორია. Forbes-ის მიერ ბაფეტის ქონება $118 მილიარდადაა შეფასებული. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში ის მეხუთე ადგილს იკავებს.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში Berkshire-მა $52 მილიარდის ინვესტიციები განახორციელა, მათი ძირითადი ნაწილი სწორედ ენერგეტიკულ სექტორზეა კონცენტრირებული. ბაფეტის განმარტებით, რუსეთ-უკრაინის ომმა გლობალური ენერგეტიკული ბაზარი მნიშვნელოვნად შეცვალა; ამ სფეროში კი, ინვესტირებისა და პოტენციური მოგების მიღების შესაძლებლობები საგრძნობლად გაიზარდა, რაზეც თავად Berkshire-ის გადაწყვეტილებაც მიუთითებს.

საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.